განვადების ოფიცერი ქუთაისში
თარიღები:
05 თებ - 06 მარ
მდებარეობა:
ქუთაისი
კატეგორიები:
საბანკო 
Subcategories:
საბანკო(ზოგადი) სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სავაკანსიო განცხადება:

დამსაქმებელი:           სს „კრედო ბანკი“
თანამდებობა:           განვადების ოფიცერი    
სამუშაო ადგილი:     ქუთაისი (იმერეთის რეგიონი)


სს  ,,კრედო ბანკი“ არის  კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია.  ს.ს ,,კრედო ბანკის“ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს ,,კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები; 


ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: 

  • კრედოს საგანვადებო პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერის/ების გაკეთება
  • კლიენტების აპლიკაციის დარეგისტრირება ზუსტი და უტყუარი მონაცემებით ბაზებში;
  • განვადების ბარათების გაცემა და გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
  • მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
  • კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტის სათანადო ყურადღების ქვეშ ყოფნის უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების პრომოუშენის ჩატარება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
  • კრედოს ჩაცმის კოდექსის დაცვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.)   

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
  • ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
  • გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;
  • აქტიური და ყურადღებიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. „ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი“-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)  ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მაგ. „სესხის ოფიცერი კასპში“)

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 6 მარტი.