მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი შიდა ქართლში
თარიღები:
08 თებ - 25 თებ
მდებარეობა:
გორი ხაშური ქარელი კასპი
კატეგორიები:
საბანკო 
Subcategories:
საბანკო(ზოგადი) სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
სამუშაო განრიგი:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერის პოზიციაზე შიდა ქართლის რეგიონში (კასპი/გორი/ქარელი/ხაშური)

 

სს „კრედო ბანკი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები;

 

ძირითადი მოვალეობები პასუხისმგებლობა:

 

  • კლიენტების მოზიდვა; 
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის; 
  • სესხის გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.



აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების  უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ credo.ge-ზე სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. „ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი“-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge , გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი შიდა ქართლში“).

 

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 თებერვალი

 

 

 

მსგავსი განცხადებები
განვადების მენეჯერი ქუთაისში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი


09 თებ - 20 თებ

განვადების მენეჯერი ჭიათურასა და გურჯაანში

ლიბერთი ბანკი


14 თებ - 28 თებ

განვადების ოფიცერი ქუთაისში

კრედო ბანკი


05 თებ - 06 მარ

მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი ქუთაისში

კრედო ბანკი


05 თებ - 24 თებ

მცირე და საშუალო სესხების (SME) ოფიცერი

Swiss Capital


15 თებ - 01 მარ

სესხების სააღრიცხვო სისტემის სპეციალისტი/სტაჟირება

Swiss Capital


14 თებ - 28 თებ

სესხის კოორდინატორი

Swiss Capital


15 თებ - 01 მარ