პრობლემური სესხების ექსპერტი
თარიღები:
09 თებ - 09 მარ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
საბანკო 
Subcategories:
პრობლემური სესხების ოფიცერი
სამუშაო განრიგი:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

"პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ექსპერტის პოზიციაზე.
 

მოვალეობები:

  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
  • დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
  • კრედიტების კონტროლი;
  • მსესხებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
  • საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა;
  • ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.


მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • პირველობისკენ სწრაფვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო).
  • სასურველია უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ეკონომიკური);
  • ძალოვან სტრუქტურაში ნამუშევარი კანდიდატის რეზიუმეს მიენიჭება პრიორიტეტი.


სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევს 10:00-18:00, შაბათს 10:00-14:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ანაზღაურებას ფიქსირებული ხელფასით და მაღალი ბონუსური სისტემით, ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს, ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, დაწინაურების პერსპექტივას, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: lash.makasarashvili@gmail.com  

დამატებითი ინფორმაციისთვის  დარეკეთ ტელ: +995 577033155