სტაჟირება/საცალო დაკრედიტების მენეჯერი თბილისსა და ქუთაისში
თარიღები:
13 თებ - 01 მარ
მდებარეობა:
თბილისი ქუთაისი
კატეგორიები:
საბანკო 
Subcategories:
საბანკო(ზოგადი) საცალო დაკრედიტების მენეჯერი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი,  ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სტაჟირებაზე საცალო დაკრედიტების მენეჯერის პოზიციაზე.

 

თბილისი,  ქუთაისი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • განათლება: უმაღლესი ან არასრული უმაღლესი;

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები

 

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად;
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ემოციური წონასწორობა;
  • ლოგიკური აზროვნება.

 

სტაჟიორის სამუშაო პროცესის აღწერა:

 

  • სტაჟიორი იმუშავებს საკრედიტო მენეჯერთან ერთად, გაეცნობა საბანკო პროდუქტებს, მიიღებს პრაქტიკას კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით, შეიძენს საბანკო გამოცდილებას;
  • სტაჟირების პერიოდში კადრი გაივლის გადამზადების კურსს;
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს კადრის დასაქმება ბანკში.

 

 

სხვა დამატებითი დეტალები:

 

  • სტაჟირების ვადა  - 3 თვე;
  • სტაჟირება - არაანაზღაურებადი;

 

 

როგორ მოგვმართოთ:

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

 

 

მსგავსი განცხადებები
Fraud and Dispute Resolution Manager

ლიბერთი ბანკი


19 თებ - 03 მარ

ადმინისტრატორი ბათუმსა და ახმეტაში

ლიბერთი ბანკი


15 თებ - 28 თებ

ავტო ლომბარდის კრედიტ ოფიცერი

CredLine


05 თებ - 05 მარ

ბაზის დეველოპერი

თიბისი ბანკი


14 თებ - 02 მარ

ბიზნეს ანალიტიკოსი

საქართველოს ეროვნული ბანკი


14 თებ - 28 თებ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი

თიბისი ბანკი


15 თებ - 28 თებ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი ბათუმში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


13 თებ - 09 მარ