ბიზნეს ანალიტიკოსი
თარიღები:
14 თებ - 28 თებ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
საბანკო 
Subcategories:
ანალიტიკოსი (საბანკო) საბანკო(ზოგადი)
სამუშაო განრიგი:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
5 - 7 წლამდე
აღწერა:

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა მართვის განყოფილების ბიზნეს-ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ბიზნეს ანალიტიკოსის უმთავრესი დანიშნულებაა შემაკავშირებელი რგოლის შესრულება ეროვნული ბანკის დეპარტამენტებსა და მონაცემთა ცენტრალური სანახის ტექნიკური რეალიზაციის გუნდს შორის, რათა ბიზნეს-მოთხოვნები შესაბამისად აისახოს ფუნქციონალურ და ტექნიკურ მოთხოვნებში. ბიზნეს ანალიტიკოსი იმუშავებს ეროვნული ბანკის შიდა დაინტერესებულ მხარეებთან, ტექნოლოგიურ პარტნიორებთან და სხვა გარე დაინტერესებულ მხარეებთან იმისათვის, რომ მოაგროვოს და მოინიშნოს მომხმარებელთა მოთხოვნები მონაცემთა ერთიანი სანახის და შესაბამისი ანგარიშგების სისტემისთვის. ის აქტიურად იქნება ჩართული პროექტის გუნდის მუშაობაში იმისათვის, რომ მომხმარებელთა მოთხოვნები კარგად იყოს გაგებული და გააზრებული ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მიერ პროექტის საწყის ფაზაშივე. 

ბიზნეს ანალიტიკოსი აქტიურად იმუშავებს მონაცემთა ცენტრალიზებული სანახის პროექტის მენეჯერთან, მონაცემთა მართვის განყოფილების უფროსთან, მონაცემთა არქიტექტორთან, პროგრამისტებთან, მონაცემთა მფლობელებთან და ბიზნეს-მომხმარებლებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროცესი იყოს დეტალურად აღწერილი, დოკუმენტირებული, ხოლო ტექნიკური და ფუნქციონალური მოთხოვნები აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების საჭიროებებს და მისი რეალიზება შესაძლებელი იყოს პროგრამირების ფაზაზე.

ბიზნეს-ანალიტიკოსი იმუშავებს მონაცემთა მართვის განყოფილების უფროსის დაქვემდებარებაში და ანგარიშვალდებული იქნება მონაცემთა ცენტრალიზებული სანახის პროექტის მენეჯერთან.
 

მოვალეობები:

  • დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური მუშაობით მონაცემთა სანახთან დაკავშირებული საჭიროებების და მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა;  
  • მომხმარებელთა მოთხოვნების გარდაქმნა დეტალურ სისტემურ მოთხოვნებად და ტექნიკური დიზაინის სპეციფიკაციებად;
  • პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა, მოდელირება და დოკუმენტირება. მათ შორის მონაცემთა შეგროვებასა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცესებისაც; 
  • მონაცემთა ერთიანი სანახის არქიტექტურის საჭიროებისათვის მონაცემთა კავშირების მოდელის აწყობა (Data mapping) ;
  • ფუნქციონალური მოთხოვნების შექმნა (use cases) პრაქტიკის გამოყენებით. მოთხოვნების შეთანხმების და ოფიციალურად დამტკიცების პროცესის კოორდინირება; 
  • პროექტის გავრცელების სფეროს, პროექტის მიზნების და პროექტის პროდუქტის ფუნქციონალის გააზრება;
  • ბიზნეს-პროცესების განხილვისა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზის შედეგად IT პერსონალთა ერთად დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტების შემუშავება;
  • პროექტის მენეჯერის მხარდაჭერა საბოლოო პროდუქტის შექმნისათვის საჭირო დროითი და შრომითი რესურსების განსაზღვრის პროცესში;
  • დაინტერესებული მხარეების მხრიდან შეთანხმებულ ფუნქციონალში ცვლილებების მოთხოვნებთან დაკავშირებულ პროცესებში მოთხოვნების ანალიზის განხორციელება. პროექტის მიზნებზე და გავრცელების სფეროზე ცვლილებების მოთხოვნის შესაძლო გავლენის შეფასების პროცესში მონაწილეობა; 
  • პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან აქტიური მუშაობა ბიზნეს-მოთხოვნების შესაბამისი რეალისტური გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად; 
  • ტესტირების სცენარებისა და ტესტირების გეგმის შემუშავება; 
  • ინტეგრაციისა და პროდუქტის მიღების ტესტირების განხორციელება; 
  • წამოჭრილი საკითხების,  შეუსაბამობების სწრაფი იდენტიფიცირება და მათ გადაწყვეტაში ეფექტური მონაწილეობის მიღება;
  • სატრენინგო და დანერგვის მასალების მომზადების მხარდაჭერა, ტრენინგის პროცესის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, ზუსტი მეცნიერებების, ბიზნესის ან ეკონომიკის სფეროში, სასურველია მაგისტრის ხარისხი.
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების და საბანკო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი  გამოცდილება, აქედან არანაკლებ 4 წელი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე საშუალო და მსხვილი მასშტაბის პროექტების სამუშაო ჯგუფში. 
  • ბიზნეს-ანალიზის საუკეთესო პრაქტიკის და მეთოდოლოგიების სრულყოფილი ცოდნა;
  • მონაცემთა სისტემების, მონაცემთა მოდელებისა და არქიტექტურის საბაზისო ცოდნა;
  • მომხმარებელთა მოთხოვნების შეგროვებისა და აღწერის გამოცდილება მონაცემთა ერთიანი სანახის პროექტისთვის;
  • MS SQL ან ORACLE მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება პროგრამირების კუთხით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • მომხმარებელთა საჭიროებების, პროცესების დიაგრამის, პროცესებისა და მონაცემთა ურთიერთდამოკიდებულებისა და კავშირების დადგენის (Data mapping) შემუშავების დადასტურებული გამოცდილება; 
  • სამუშაო დატვირთვის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • ბიზნეს პროცესების მოდელების ასაგებად ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა და უნარები (BPMN, UML, Data Flow Diagrams).

 

უნარები:
 

  • მაღალი დონის საკომუნიკაციო უნარები - ორგანიზაციის ყველა დონის თანამშრომლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება; 
  • მაღალი დონის ანალიტიკური და პრობლემების მოგვარების უნარები;
  • ტექნიკური ტექსტის წერის უნარები, რაც მოიცავს მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების მაღალ დონეზე დოკუმენტირებას; 
  • სისტემის მომხმარებლებთან მუშაობის უნარი მათი მოთხოვნების მკაფიოს ჩამოყალიბებისა და ფორმალიზებისთვის ინტერვიუს, კითხვარების და აქტიური მოსმენის მეთოდების გამოყენებით;  
  • კომპლექსურ, მრავალფეროვან გარემოში ხშირი ცვლილებების პირობებში წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ეფექტური და ეფექტიანი მუშაობის უნარები;  
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარ-ჩვევები.


თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუსა და ტესტირების სახით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 28 თებერვლამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბიზნეს-ანალიტიკოსი

მსგავსი განცხადებები
ფინანსური რისკების ანალიტიკოსი

ფინკა ბანკი საქართველო


16 თებ - 03 მარ

აგენტების პროგრამა

Geo Capital


23 იან - 23 თებ

ადმინისტრატორი ბათუმსა და ახმეტაში

ლიბერთი ბანკი


15 თებ - 28 თებ

ავტო ლომბარდის კრედიტ ოფიცერი

CredLine


05 თებ - 05 მარ

აქციის თანამშრომელი

თიბისი ბანკი


15 თებ - 21 თებ

ბაზის დეველოპერი

თიბისი ბანკი


14 თებ - 02 მარ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი

თიბისი ბანკი


15 თებ - 28 თებ