სილქ როუდ ბანკი

"ბითიეი ბანკის" მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც თავისი ქსელითა და ფილიალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებითაა წარმოდგენილი, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა.
ბითიეი ბანკის ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი, ისევე როგორც, ქართულ ბაზარზე, ბითიეი ბანკის მეშვეობით შესაძლებელი გახდა არაერთი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და საერთაშორისო პროექტის განხორციელება.
ბანკის განვითარების სწრაფი დინამიკა, გამოცდილება, მუდმივი ზრდის პროცესი, რაც მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიეიბის არაერთ დასკვნაშია აღნიშნული გვაძლევს უფლებას და საშუალებას, რომ განვაცხადოთ;
ჩვენი ბანკის ნებისმიერი მომხმარებელი, მიუხედავად მისი ფინანსური აქტივობისა, ყოველთვის იღებს განსხვავებულ პროდუქტებს, კომფორტულ მომსახურებას, მაღალ საპროცენტო სარგებელს, კომპანიისა თუ პირადი ფინანსური კეთილდღეობის შანსს.